მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ადგილზე რომ გყოლოდათ ექიმები, იქნებ გადაერჩინათ მირიანი, ღირსეული პოლიციელი, პატიოსანი და კარგი ადამიანი”

“ადგილზე რომ გყოლოდათ ექიმები, იქნებ გადაერჩინათ მირიანი, ღირსეული პოლიციელი, პატიოსანი და კარგი ადამიანი”

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ოთარ სირაძე სტიქიის ზონაში პოლიციელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-ს მიმართავს.

მისი თქმით, ადგილზე ექიმები რომ ყოფილიყვნენ, შესაძლოა, მირიან ჭელიძე გადარჩენილიყო.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო,

თქვე უპატრონოებო! ერთი კატასტროფის ბრიგადა არ უნდა გყოლოდათ ასეთი მასშტაბური ტრაგედიის ადგილზე შოვში? სამი დღის წინ მოგცათ რჩევა მარიტა გუტაშვილმა. დღეს ამბროლაურელი პოლიციელი მირიან ჭელიძე გულის შეტევით გარდაგეცვალათ ონის საავადმყოფომდე მიმავალ გზაზე.

ადგილზე რომ გყოლოდათ ექიმები, იქნებ გადაერჩინათ მირიანი, ღირსეული პოლიციელი, პატიოსანი და კარგი ადამიანი.

ვიზიარებ და თანავუგრძნობ მირიანის ოჯახს ამ უდიდეს ტკივილს”, – წერს ოთარ სირაძე.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის მაიორი მირიან ჭელიძე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

კომენტარები