მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ასე ვეღარ გაგრძელდება! მსგავს შედეგს არ მივიღებთ და არ შევეგუებით”

“ასე ვეღარ გაგრძელდება! მსგავს შედეგს არ მივიღებთ და არ შევეგუებით”

ახლა, როცა საქართველოში ყველაზე უკეთესი პირობები ჩვენ გვაქვს, მსგავს შედეგს არ მივიღებთ და არ შევეგუებით, – ასე ეხმაურებიან ქუთაისის “ტორპედოს” ქომაგები ბათუმის “დინამოსთან” მატჩს.

“ასე ვეღარ გაგრძელდება!!!

როცა ვიცოდით, რომ გუნდს უჭირდა და არანაირი რესურსი არ ჰქონდა მაღალი მიზნებისთვის ებრძოლა, იმ შედეგით კმაყოფილები ვიყავით რაც იყო, მაგრამ ახლა, როცა საქართველოში ყველაზე უკეთესი პირობები ჩვენ გვაქვს, მსგავს შედეგს არ მივიღებთ და არ შევეგუებით!!!

აქ საუბარი არ არის მარტო გუშინდელ მარცხზე.

უახლოეს მომავალში გუნდის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას დავგეგმავთ და ვისაც სურვილი გექნებათ შეგიძლიათ მოხვიდეთ.

დროს და ადგილს გაგაგებინებთ”, – წერენ ქომაგები.

ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში ბათუმის “დინამომ“ ქუთაისის “ტორპედოს“ უმასპინძლა და დამატებულ წუთზე 3:2 დაამარცხა.

კომენტარები