ონის მუნიციპალიტეტში სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილი სოფო ბაკურაძის და გენადი სულთანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ცხედრები გლოლას საჯარო სკოლის ეზოშია დასვენებული.
დაღუპულებს დღეს საგვარეულო სასაოფლაოზე დაკრძალავენ.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა.
ამ დროისათვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, ნაპოვნია 25 ადამიანის ცხედარი. ეძებენ 8 დაკარგულს.
კომენტარები