მთავარიახალი ამბებისლაიდი

ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან სამუშაო პირობების გაპროტესტების გამო თანამშრომელი გაათავისუფლეს

ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან სამუშაო პირობების გაპროტესტების გამო თანამშრომელი გაათავისუფლეს

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ქალი რომელიც დამლაგებლად მუშაობდა  სამსახურიდან  გაათავისუფლეს.

უკვე ყოფილი დამლაგებელი აცხადებს, რომ სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნა, მას სამსახურიდან გათავისუფლების ფასად დაუჯდა.

მისი თქმით, ადგილზე დამლაგებლებს რამდენიმე ადამიანის საქმის გაკეთება უხდებათ, ამუშავებენ შაბათ-კვირასაც, თუმცა ზეგანაკვეთურ საათებს არ უნაზღაურებენ. ასევე, ყველას, ვინც სამუშაო პირობებს აპროტესტებს, ჯერ ბოდიშის წერილებს იძულებით აწერინებენ, შემდეგ კი სამსახურიდან უშვებენ.

შორენა ჩიხლაძე სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს.

“ერთი ქალი აკეთებს სამი ქალის საქმეს. ვმუშაობთ შაბათ-კვირასაც, რაც არ გვინაზღაურდება. ვმუშაობთ როცა დაჭირდება 12 საათი. თანამშრომლები პროტესტის ნიშნად შევედით დავით დვალთან, კომენდანტთან პროტესტით, რის გამოც, დავით ბეშკენაძემ ორი გოგო გაათავისუფლა სამსახურიდან, დანარჩენ 4-ს დაგვაწერინა მოხსენებითი ბარათი. დავით ბეშკენაძესთან მომიხდა უსიამოვნება ისევ, მითხრა, რომ ჩემი არის ეს სახლიო, უნივერსიტეტი იგულისხმა და როგორც უნდა ისე იქნება”, – ამბობს შორენა ჩიხლაძე.

მან დახმარებისთვის შრომის ინსპექციას მიმართა. გარდა ამისა, აპირებს, რომ დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც სთხოვოს.

კომენტარები