იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს ლოლაძის, ლურსმანაშვილის და მაისურაძის გვარების ისტორიას გთავაზობთ.
ლოლაძე – გავრცელებულია საგარეჯოში, ჭიათურასა და თბილისში. შეიცავს ქალის საკუთარ სახელს – ლოლა. “ლოლაძეთა წინაპარნი არიან იმერეთიდან გადმოსულნი და ესენი ჩანდნენ ერეკლე მეფის დროს 1695 წელს და ტრაქტატსა შინა არიან მოხსენიებულ როგორც აზნაურნი და რომელნიც სახლობენ აწ იმერეთს და რომელიმე ქართლს”.
ლურსმანაშვილი – გავრცელებულია: ჩხერში, სხლითში, ვერტყვიჭალაში. გადმოცემით ძველად ფურცელაძეები ყოფილან. ჩხეთში მოსახლე ლურსმანაშვილთა შტოგვარებია: ქაქიჩაშვილი, ბაშტაშვილი, მიქელაშვილი, ბეკიაშვილი, კიჟინაშვილი.
მაისურაძე – მაისურაძეთა გვარი ერთ-ერთი მრავალრიცხოვანია საქართველოში. ამჟამად მაისურაძეები სახლობენ თბილისში, რუსთავში, ონის რაიონში, გორში, კახეთში, მესხეთში ყაზბეგსა და ბორჯომში. მეცნიერთა ნაწილის ვარაუდით, მაისურაძეთა ფუძე იყო სამხრეთ საქართველო. სიტყვა “მაისური” არაბულად წყლის მძებნელ ადამიანს ჰქვია. უხსოვარი დროიდან არაბეთში წყლის მძებნელის პროფესია არსებობდა.
კომენტარები