მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მდინარე ბუბას კალაპოტში ქვათა ცვენის ფაქტი დაფიქსირდა, სამუშაოები დილით განახლდა”

“მდინარე ბუბას კალაპოტში ქვათა ცვენის ფაქტი დაფიქსირდა, სამუშაოები დილით განახლდა”

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე აცხადებს, რომ შოვში, გვიან ღამით, მდინარე ბუბას კალაპოტში ქვათა ცვენა დაფიქსირდა და ცუდი ხილვადობის გამო სამუშაოები შეწყდა, დღეს დილით კი განახლდა.

მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოების არეალი გაიზარდა.

“24 ადამიანია ამოყვანილი და ვეძებთ 9 დაკარგულ პიროვნებას. ამას გარდა, გაიზარდა, რა თქმა უნდა, არეალი, სამძებრო სამუშაოების. დილიდან კვლავ განახლდა მძიმე ტექნიკის მუშაობა. გუშინ, გვიან ღამით დაფიქსირდა მდინარე ბუბას კალაპოტში ქვათა ცვენის ფაქტი. ეს დამახასიათებელია, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასეთი დიდი მასშტაბის სტიქიების შემდგომ. ვინაიდან, ცუდი ხილვადობა იყო გვიან ღამით, მოხდა სამუშაოების შეჩერება დილამდე. დილით უკვე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ვერტმფრენით და დრონებით დათვალიერებული იქნა ეს ხეობა და მნიშვნელოვანი ქვათა ცვენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, დილითვე უკვე განახლდა საძიებო სამუშაოები”, – აცხადებს მარგველიძე.

რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

კომენტარები