მთავარისხვადასხვარეკლამა

“სითი ოპტიკა”- მაღაზია ქუთაისში ხარისხიანი სათვალეებით და ოფთალმოლოგის მომსახურეობით

“სითი ოპტიკა”- მაღაზია ქუთაისში  ხარისხიანი სათვალეებით და ოფთალმოლოგის მომსახურეობით

საინფორმაციო სააგენტო infoimereti.ge გთავაზობთ, რუბრიკას “საქმე და საქმიანი ადამიანი”. რუბრიკის მიზანია, ქუთაისელი წარმატებული ადამიანების საზოგადოებისთვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.

რუბრიკის მორიგი სტუმარი  სათვალეების მაღაზია „ოპტიკას“ მფლობელი და დამფუძნებელი  ქეთი ცხადაძეა.

ქუთაისში,  ოპერის თეატრის  უკან, ცისფერ ყანწელების  პირველ ნომერში,  უკვე ორი წელია  სათვალეების მაღაზია „ოპტიკა“   ფუნქციონირებს, თუმცა მაღაზიის ისტორია 12 წელს ითვლის. ახალგაზრდა წყვილმა  ქეთიმ და დიმამ  საოჯახო ბიზნესი, რამდენიმე კვადრატიან ფართში დაიწყეს, დღეს კი  უკვე   ფილიალები ქალაქის სხვადასხვა  ქუჩაზეა წარმოდგენილი.

მომხმარებლებისთვის  განსაკუთრებულ კომფორტს,  ადგილზე პროფესიონალი ოფთალმოლოგების მომსახურეობა წარმოადგენს, რომლებიც პაციენტს  სათანადო მომსახურეობას  ადგილზევე გაუწევენ,  იქვე  დაისმება დიაგნოზი და  საჭირო სათვალეც მაღაზიაში  დამზადდება.

„12 წელია რაც ამ საქმიანობით ვართ დაკავებული.  გვაქვს როგორც ოპტიკური, ასევე მზის სათვალეები.გვყავს ოფთალმოლოგი, ადგილზე ხდება ნომრის დადგენა. ასევე იმავე დღეს  შეგვიძლია სათვალის დამზადება, რეცეფტის მიხედვით. სრული ლაბორატორია გვაქვს ადგილზე მოწყობილი.ბოლო 2 წელია მისამართი შევიცვალეთ და ცისფერ ყანწელების ქუჩაზე გადმოვედით. “- ამბობს მაღაზიის მფლობელი ქეთი ცხადაძე.

 

სათვალეების მაღაზია „ოპტიკას“ ხელმძღვანელობის მიზანი კმაყოფილი მომხმარებელია,  ასევე ხდება მუდმივად კოლექციის განახლება. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ისინი კვირაში 7 დღე, დილის 10 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მუშაობენ.

„ჩვენი პრიორიტეტი და მიზანი კმაყოფილი მომხმარებელია. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ფასები იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. მუდმივად განახლებადი კოლექცია  გავქვს. მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გვიყვას ჩვენი საქმე  და ყოველთვის ვცდილობთ რაც სიახლე იქნება , გვქონდეს ჩვენც. თავიდან ძალიან პატარა მაღაზია გვქონდა, მაგრამ იმდენად ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი დაგვიგროვდა, რომ აუცილებელი იყო გაფართოება,“- გვიყვება „ოპტიკას“ ხელმძღვანელი.

სათვალეების მაღაზია „ოპტიკაში“ გვიყვებიან, რომ  მომავალში ქსელის გაფართოებას გეგმავენ.

„ მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ადგილზე გვაქვს მცირე ფილიალები, სამომავლოდ ვგგემავთ როგორც ქუთაისის გარეთ ასევე ამ ქალაქშიც დამატებითი  მაღაზიების გახსნას,“- გვითხრა ქეთი ცხადაძემ.

 

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო infoimereti.ge -მ, ქეტი ცხადაძესთან ბიზნესბლიცი ინტერვიუ აიღო.

ჩემი პირველი სამსახური იყო… ყოველთვის “ოპტიკაში“ ვმუშაობ.

პირველი ხელფასი იყო… 300 ლარი, 12 წლის წინ.

ახლა რომ აბიტურიენტი ვიყო… ისევ ტურიზმის მიმართულებით ჩავაბარებდი.

სამსახურში მივდივარ… კონკრეტული დრო არ მაქვს.

სამსახურში დღეს ვიწყებ… პირველი მომხამრებლის მიღებით.

როცა პენსიაზე ვიქნები… ბევრს ვიმოგზაურებ და  აუცილებლად დავეხმარები გაჭირვებულებს.

ყველაზე მეტად მეშინია… საყვარელი ადამიანების დაკარგვის.

რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში… ჭარბ წონას ვებრძოდი, თუმცა მივიღე სასურველი ფორმა.

ყველაზე ძალიან მინდოდა გამეკეთებინა… მაღაზიის გაფართოება და ეს ოცნება ავისრულე.

კარიერული მიზნების  მისაღწევად საჭიროა… შრომა და იმ საქმის სიყვარული, რასაც აკეთებ.

ამ წამს ყველაზე მეტად მინდა, რომ ვიყო.. ახლა მაღაზიაში ვარ და თავს კომფორტულად ვგრძნობ.

ამოჩემებული სამოსი… არ მაქვს.

ყველაზე ხშირად მავიწყდება… მანქანის გასაღები და ბევრს ვეძებ ხოლმე.

არასოდეს გავაკეთებ… არ დავაბულინგებს სხვას.

დღეს დილით პირველი, რაც გავიფიქრე იყო… არ დამაგვიანდეს სამსახურში.

ინფორმაციას ვიღებ ძირითადად… სოციალური ქსელებიდან

ქვეყანა, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი… ქუთაისის გარდა ვერსად ვიცხოვრებდი.

ყველაზე კომფორტულად თავს ვგრძნობ… ქუთაისში- სახლში და მაღაზიაში.

ჩემი საყვარელი სპორტის სახეობაა… ფეხბურთი.

მინდა დამიმახსოვრონ, როგორც…პოზიტიური ადამიანი.

რუბრიკის მიზანია იმერეთში  მოქმედი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.  ასევე  მათი  კომპანიის, ობიექტისა და თუ დაწესებულების კიდევ უფრო  ცნობადობის გაზრდა. თუ ფიქრობთ, რომ  რუბრიკის მორიგი სტუმარი თქვენ უნდა იყოთ მოგვწერეთ მეილზე [email protected] ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 598 98 49 50 ;

კომენტარები