მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“რა გაკეთდა, რა არ გაკეთდა, ამაზე პირადად ვაპირებ მწვავე დისკუსიას ხელისუფლებასთან”

“რა გაკეთდა, რა არ გაკეთდა, ამაზე პირადად ვაპირებ მწვავე დისკუსიას ხელისუფლებასთან”

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ონში, სტიქიის შედეგად დაღუპულების პანაშვიდზე იმყოფებოდა.

მისი თქმით, მომხდარი ეროვნული ტრაგედიაა.

“დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე თვლის დღეს თავს ჭირისუფლად. სადაც შესაძლებლობა მეძლევა, მართლაც, აი ადამიანურად ვგრძნობ თავს ვალდებულად, რომ იქ მივიდე. მართლაც, რომ ეს არის ეროვნული ტრაგედია. ტრაგედია, რომლისგანაც დაზღვეული არასდროს არ ვიქნებით, არც მომავალში, მაგრამ, ვფიქრობ, შეიძლება რისკების მინიმალიზება, როდესაც ეს ვნებათაღელვა ტრაგიკული, მისი პირველი ეტაპი გადაივლის, მთელი ერი უნდა შევთანხმდეთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ასე, ერთი ხელის მოსმით, უამრავი სიცოცხლე აღარ შეეწიროს 21-ე საუკუნეში, თუნდაც სტიქიურ უბედურებებს. დღეს შესაძლებელია ამ გამოწვევებს სახელმწიფო უკეთესად შეხვდეს.

რა გაკეთდა, რა არ გაკეთდა, რა შეიძლება უკეთესად გაკეთებულიყო. ამაზე მსჯელობა აუცილებლად გაიხსნება, მე პირადად ვაპირებ ძალიან მწვავე დისკუსიას ხელისუფლებასთან, მას შემდეგ, როდესაც ამის დრო მოვა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები