სტიქიის ზონაში დაკარგული გიორგი ყარალაშვილის ცხედარი ამოიცნეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. მათ შორის, ინფორმაციას ავრცელებს თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, რომლის კურსდამთავრებულიც იყო გიორგი.
ჯერჯერობით არ უპოვიათ გიორგის და სოფო ყარალაშვილი.
შოვში და-ძმა ყარალაშვილები მეგობართან დავით ბერიაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ, რომლის გარდაცვალებაც ასევე დღეს, დილით დადასტურდა.
ამ დროისათვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, 18 ცხედარია ნაპოვნი, მათ შორის ბავშვები.
კომენტარები