მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი სასწავლებლის წარმატებული მოსწავლე მარიამ ბოყოველი”

“ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი სასწავლებლის წარმატებული მოსწავლე მარიამ ბოყოველი”

ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი მოსწავლის მარიამ ბოყოველის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“უდიდეს ტკივილს განვიცდით, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილების მე-10 კლასის წარმატებული მოსწავლე მარიამ ბოყოველი.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, გამწარებულ მშობლებს, ახლობლებს, მეგობრებს, ვუსამძიმრებთ მარიამის პედაგოგებს, განსაკუთრებით ქალბატონებს ლავალეტა წოწერიას და ციცინო თოდუას, რომლებიც ბავშვობიდან ზრუნავდნენ ამ ნიჭიერი და იმედის მომცემი გოგოს მუსიკალურ აღზრდაზე, მის წინსვლასა და წარმატებებზე.

უფალმა მიიბაროს მარიამის ლამაზი სული, შეიწყალოს და დაამკვიდროს მარადიულ სასუფეველში!”,  – აღნიშნულია განცხადებაში.

მარიამ ბოყოველი მესამე სამუსიკო სკოლის კურსდამთავრებული იყო. ახალგაზრდა პიანისტი თიბისი ბანკის სტიპენდიატი იყო.

15 წლის გოგონა ორი დღის წინ მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.

კომენტარები