მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი გიორგი გველესიანი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი გიორგი გველესიანი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი გიორგი გველესიანი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა.

სამოქალაქო აქტივისტი სამართალდამცველებმა ბათუმში იმ დროს დააკავეს, როცა ის ზღვისპირა ქალაქში რუსული გემის და ლაინერზე მყოფი ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების ჩამოსვლას აპროტესტებდა.

გიორგი გველესიანის თქმით, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე ცრუ ე.წ. მოწმე პოლიციელების ჩვენებას დაეყრდნო.

“უსამართლო სასამართლომ გამამტყუნებელი ე.წ განაჩენი გამოიტანა, რის შედეგადაც 2000 ლარით დამაჯარიმა. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე დაეყრდნო ცრუ ე.წ მოწმე პოლიციელების ჩვენებას!!

ერთ-ერთი ე.წ.  მოწმე პოლიციელი მარად მელქაძე, რომელიც თვალითაც არ მინახავს, იძახის, გიყურებდი, რომ გვაგინებდიო, ასევე რუსი თან ტურისტების მიმართულებითაც იგინებოდიო, ბოლოს, როდესაც დაამთავრა დაზეპირებული ცრუ ტექსტის მოთხრობა, შევეკითხე რა ფერის მაისური მეცვათქო, ლურჯიო, არადა თეთრი მაისური მეცვა, რომელიც გდდს თანამშრომლებმა შემომახიეს ფაქტიურად.

შსს იურისტმა ე.წ მოწმის ეპიზოდს მაისურთან დაკავშირებით კოპებშეყრილმა სერიოზული სახით განმარტა, რომ ამერიკის დროშა რომ ჰქონდათ მოხვეული ლურჯი ფერია დომინანტურიო, ესეც სიცრუეა, ამერიკის დროშა კი მქონდა მოხვეული, მაგრამ ლურჯი ფერი დომინანტი არ არის.

პ.ს ბრძოლას ვაგრძელებთ, არავის ჰქონდეს განცდა, რომ ამ სიყალბეს და ფარსს შევეგუებით, პოლიციამ ჩემს მიმართ დაარღვია კანონი, რომელიც გამოიხატებოდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში პუტინის და დედა***ლი რუსი პროპაგანდისტების გამო!

სისტემა არის მოძალადე, რომელიც ყველაფერს აკეთებს საღი აზრის ჩასახშობად, თუმცა სანამ ამ ქვეყანაზე ვარ, არასდროს დავიხევ უკან უსამართლობასთან წინააღმდეგობასთან დაკავშირებით! სოლიდარობა ჩემს თანამოაზრეებს.

იცნობდეთ ცირკი შაპიტოს შემსრულებელს ალექსანდრე გოგუაძეს, ის სამშობლოს სიყვარულისთვის და ღირსებისთვის მებრძოლ ხალხს სჯის უმიზეზოდ!

პუტინის და რუსეთის დედას შ***ცი კიდე ვინც ჩვენ ხელით და სიტყვიერად შეგვეხო ყველას მოგ***თ რუსეთუმე დედის ტ***ი! გგონია შეგრჩებათ, წამიერი არის თქვენი ბედნიერება მილიციონერებო! აწი დაგავალებენ მტრისთვის ელარჯის გაწელვასაც და ვინც არ შეასრულოს, იმის დედა მ***ნ”, – წერს გიორგი გველესიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები