ქუთაისელი ქომაგები საქართველო-პორტუგალიის მატჩს სპორტის სასახლეში დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე უყურებენ.
პირველი გოლი მეტოქის კარში მატჩის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები პორტუგალიას 1:0-ს უგებს.
ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიამ ჩეხეთს – 2:1, ხოლო თურქეთს 3:0 მოუგო. საქართველომ თურქეთთან 1:3 წააგო, ხოლო ჩეხეთთან 1:1 ითამაშა და მერვედფინალში გასასვლელად პორტუგალიასთან მხოლოდ მოგება აძლევს ხელს.
საქართველოს ნაკრების მოგების შემთხვევაში, კონტინენტის 16 საუკეთესო ნაკრებს შორის ვხვდებით, ჯგუფური ეტაპიდან გავდივართ და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავდივართ.
კომენტარები