მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის მერიაში მეხანძრე-მაშველებმა სამუშაოები დაასრულეს

ქუთაისის მერიაში მეხანძრე-მაშველებმა სამუშაოები დაასრულეს

ქუთაისის მერიაში სახანძრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. მეხანძრეებმა ხანძრის კერის ლიკვიდირება მოახდინეს.

არსებული ინფორმაციით, დაკვამლიანება საკრებულოს სხდომათა დარბაზში იყო, გამომწვევი მიზეზი კი ე.წ. მოკლე ჩართვა გახდა.

მერიის აპარატის უფროსის პეტრე ადამაძის თქმით, ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ, ასევე მობილიზებული იყო პოლიცია.

კომენტარები