მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისის ქუჩები ანტისანიტარიის კერად გადაიქცა, ხელისუფლებას ხალხის პრობლემა არ ადარდებს”

“ქუთაისის ქუჩები ანტისანიტარიის კერად გადაიქცა, ხელისუფლებას ხალხის პრობლემა არ ადარდებს”

ქუთაისში, ყველა ქუჩაზე ურნები ნარჩენებით არის სავსე.

ადგილობრივების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია და მოსახლეობის ნაწილი ქალაქიდან გასულია, ურნები გადავსებულია.

“ქუჩები ანტისანიტარიის კერად გადაიქცა. გადავსებულ ნაგვის ურნებთან ყოფნა კი მიუსაფარი ძაღლების და მღრღნელების საყვარელ ადგილას იქცა. ხელისუფლებას ხალხის პრობლემა არ ადარდებს, რაც აინტერესებთ, მერსაც ახალი მანქანა ჰყავს და გუბერნატორსაც, ხალხი კი  პრობლემას არ წარმოადგენს”, – ამბობს ადგილობრივი ლეილა  მანაგაძე.

ფოტო: თამარ ქავთარაძე

კომენტარები