ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდამჭერებმა ქალაქში ფეხით მსვლელობა მოაწყვეს.
მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ქალაქის მერიასთან, სიმბოლურად შეჩერდნენ და განაცხადეს, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი მათთვის მიუღებელია.
აქციის ერთ-ერთი მონაწილემ აკაკი საღინაძემ ასევე შეკრებილებს გუშინდელი ფოტოები აჩვენა, სადაც სამართალდამცველები ქალებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“დღეს 8 მარტია. ქუთაისის მაჟორიტარს ზაზა ლომინაძეს, რომელმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა, გადავწყვიტეთ წუხელ ღამით თბილისში, პარლამენტთან დაშავებული ქალების სურათები გავუგზავნოთ ფოსტით და შევახსენოთ, რას დაუჭირა მხარი”, – განაცხადა აკაკი საღინაძემ.
კომენტარები