მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჩოხელი, ჩხვიმიანი, ცალუღელაშვილი – იცოდე შენი გვარის ისტორია

ჩოხელი, ჩხვიმიანი, ცალუღელაშვილი – იცოდე შენი გვარის ისტორია

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს ჩოხელის, ჩხვიმიანის და ცალუღელაშვილის გვარების ისტორიას გთავაზობთ.

ჩოხელი – გვარადქცეული სადაურობის სიტყვაა. ჩოხი სოფელია მთიულეთში. ქალის მითხოვებაზე ჩოხელთა გვარს უარს ვერ ეუბნებოდნენ. ამას რელიგიური წარმოდგენა ედო საფუძვლად.

ჩხვიმიანი – ზემო სვანური გვარი. მესტიაში გვხვდება საკუთარ სახელადაც – “ჩხვიმიან”.

ცალუღელაშვილი – გავრცელებულია თიანეთის რაიონში. გადმოსახლებულნი არიან ერწოდან. მათ ნაცხოვრებ უბანს ახლაც ცალუღელაანთკარი ჰქვია. წინაპართა გვარი რაზმაძე ყოფილა.

კომენტარები