ქუთაისის საკრებულოს წევრმა და “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენელმა კობა გურულმა, სოციალურად დაუცველ მოხუცებსა და მარტოხელა დედებს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სააღდგომო ნობათი გადასცა.
როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, პარტიის წევრების მიზანია, რომ მოსახლეობასთან მუდმივი კავშირი ჰქონდეს და ამომრჩეველი მხოლოდ არჩევნებზე არ ახსენდებოდეთ.
“პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” პრიორიტეტია მუდმივითი კავშირი და თანამშრომლობა ადამიანებთან. ჩვენ ვიცით როგორ უჭირთ ადამიანებს და სწორედ ამიტომ საჭიროა ეფექტური და დროული რეაგირების მოხდენა ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. დღეს ჩვენ მცირედი შესაძლებლობების ფარგლებში და შეჭირვებული მოხუცების და მარტოხელა დედების მიმართ გავაკეთეთ მცირედი საქველმოქმედო აქცია და გავახარეთ ჩვენი თანაქალაქელები. სამწუხარო რეალობაა, რომ ადამიანებს ჩვენს ქალაქში პურის ყიდვაც კი უჭირთ. ჩვენ გავაგრძელებთ ასეთ ურთიერთობას და მუდმივად ვიქნებით ადამიანების გვერდით, პოლიტიკოსს ამომრჩეველი მხოლოდ არჩევნებზე არ უნდა ახსენდებოდეს”, – აცხადებს კობა გურული.
“სტრატეგია აღმაშენებელმა” სააღდგომო ნობათი ქუთაისში 20-მდე ოჯახს გადასცა.
კომენტარები