ქუთაისში, ავანგარდის დასახელებაში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, ტრანსპორტი ქაოტურად მუშაობს, რის გამოც იძულებული არიან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ტაქსით მოხვდნენ.
“ავანგარდი აღარ არის ქუთაისის რუკაზე?! ნახევარი საათია ტრანსპორტს ველოდებით, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს იძულებული გავხდი და ტაქსი გამოვიძახე, გადათხრილი გზების გამო კი ტაქსმა იმხელა ფული მომთხოვა, რომ არ ვიცი”, – ამბობს ადგილობრივი მარიამ სანებლიძე.
ქუთაისში ტრანსპორტის ქაოტურ მუშაობაზე ქალაქის სხვა დასახლებებშიც საუბრობენ.
კომენტარები