ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩის დასაწყისში არსებულ სკვერში ბავშვთა ატრაქციონები დაზიანებულია.
მოსახლეობის თქმით, აღნიშნული ატრაქციონები დიდი ხანია, უფუნქციოა, რადგან ის ბავშვებისთვის სახიფათო სივრცედ გადაიქცა.
“საბავშვო სასრიალო ქალაქის ცენტრში. ავარიული, დამტვრეული და გაფუჭებულია. უკვე წლებია, ასეა”,- წერს ჟურნალისტი სალომე ჩუბინიძე.
კომენტარები