ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ამერიკული ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა.
სპორტსმენმა საპატიმრო უკვე დატოვა.
ავთანდილ ხურციძის მიერ საპატიმროს დატოვების შესახებ ინფორმაცია 6 სექტემბერს გავრცელდა.
მოკრივის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს.
ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს აშშ-ში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს. საბრალდებო მასალების მიხედვით, ქართველი მოკრივე რუსული მაფიის ბოსის – რაჟდენ შულაიას “კუნთი” იყო. შულაიას დაჯგუფებას ბრალი რეკეტში, არალეგალურ აზარტულ თამაშებში, ფულის გამოძალვაში, თაღლითობაში და ფინანსურ მაქინაციებში ედებოდა. ხურციძეს ნიუ იორკის სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
კომენტარები