მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ავტომაგისტრალზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

ავტომაგისტრალზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

ავტომაგისტრალზე მოძრავ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა გვირაბში მოხდა.

თვითმხილველები “ინფო იმერეთს” უყვებიან, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“შემთხვევა დასავლეთიდან რომ მიდიხარ, ზესტაფონში, შროშას რომ გასცდები, იქ მოხდა, საშინლად ეკიდა ცეცხლი მანქანას”, – ამბობს თვითმხილველი.

ინციდენტის გამო გადაადგილება რამდენიმე წუთის განმავლობაში შეზღუდული იყო.

კომენტარები