მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ავტომატიდან ისროდა და სტუმარი მოკლა” – სასტიკი მკვლელობა საჩხერეში

“ავტომატიდან ისროდა და სტუმარი მოკლა” – სასტიკი მკვლელობა საჩხერეში

მკვლელობა საჩხერეში – ნასვამმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მეზობლის სახლში სტუმრად ჩასული ადამიანი მოკლა.

1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ თ.ჭ.-ს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.

შსს-ს ინფორმაციით, თ.ჭ.-ს სიძესთან, 1992 წელს დაბადებულ გ.კ.-სთან კონფლიქტი მოუვიდა, მოგვიანებით ბრალდებული საჩხერეში, გ.კ-ს საცხოვრებელ სახლთან მივიდა და იქვე არსებულ ავტოფარეხთან, სადაც გ.კ.-ს მეგობარი – 1979 წელს დაბადებული კ.ლ. იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. მომხდარის შედეგად კ.ლ. დაიჭრა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები