ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
“ინფო იმერეთს” შსს-ში განუცხადეს, რომ ავტომანქანა ბეტონის ჯებირს შეეჯახა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
თვითმხილველების თქმით, გადავარნდის შემდეგ ავტომანქანა აფეთქდა.
4 ადამიანი ადგილზევე დაიღუპა, ერთი კი კლინიკაში.
მძიმეა კლინიკაში გადაყვანილი კიდევ ერთი დაშავებულის მდგომარეობა.
კომენტარები