ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე პერიმეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად ერთ-ერთ ავტომობილს საბურავი მოწყდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მუშაობდნენ.
კომენტარები