ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – წყალტუბოს გადასახვევთან ავტოავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო და კრიმინალური პოლიცია იყო მობილიზებული.
“ინფო იმერეთს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
კომენტარები