მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ავტოქარხნის დასახლების მაჟორიტარობისთვის მხოლოდ “ქართული ოცნების” კანდიდატი იბრძოლებს

ავტოქარხნის დასახლების მაჟორიტარობისთვის მხოლოდ “ქართული ოცნების” კანდიდატი იბრძოლებს

29 აპრილს ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, რიგგარეშე არჩევნებზე, საკრებულოს დეპუტატობისთვის ერთადერთი კანდიდატი იბრძოლებს.

“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს მიხეილ გიორგაძეს კონკურენტი არ ეყოლება.

ავტოქარხნის ამომრჩეველს ბიულეტინში მხოლოდ ერთადერთი კანდიდატი დახვდება.

ინფო იმერეთს” ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, რომ ავტოქარხნის დასახლებაში, 29 აპრილს 11 საარჩევნო უბანი გაიხსნება, სადაც 26 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ქალაქის საკრებულოში ავტოქარხნის მაჟორიტარის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც “ნაციონალური მოძრაობიდან” გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატი ბესო ბრეგაძე ემიგრაციაში წავიდა.

კომენტარები