მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად “ქართული ოცნება” 30-ე სკოლის დირექტორს ასახელებს

ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად “ქართული ოცნება” 30-ე სკოლის დირექტორს ასახელებს

ქუთაისის 30-ე სკოლის დირექტორს მიხეილ გიორგაძეს “ქართული ოცნება” ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ასახლებს.

აღნიშნულ ინფორმაციას თავად სკოლის დირექტორიც ადასტურებს.

29 აპრილს რიგგარეშე არჩევნები ქუთაისში, ავტოქარხნის ოლქშიც გაიმართება.

ქალაქის საკრებულოში ავტოქარხნის მაჟორიტარის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც “ნაციონალური მოძრაობიდან” გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატი ბესო ბრეგაძე ემიგრაციაში წავიდა.

მოიგებს თუ არა “ოცნება” 2021 წელს ავტოქარხნის ოლქში წაგებულ არჩევნებს, ეს უცნობია, თუმცა ცესკოს ოფიციალური ციფრების მიხედვით, გასულ არჩევნებზე ავტოქარხანში მცხოვრები ადამიანები მხარს ყოველთვის ოპოზიციას უჭერდნენ.

კომენტარები