ქუთაისში, ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში მიხეილ გიორგაძე იქნება.
“ქართული ოცნების” კანდიდატი ერთადერთი იყო, რომლის გვარიც ამომრჩევლებს ბიულეტენში დახვდათ.
ოლქში გახსნილი იყო 12 უბანი, მათგან ერთი სპეცუბანი.
ავტოქარხნის ოლქში 26 000-მდე ამორჩეველია რეგისტრირებულია.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გიორგაძე მედიასთან არცერთხელ არ გამოჩენილა.
კომენტარები