მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ათი კაცი ერთ კაცს არ უნდა ურტყამდეს და წაქცეულ ადამიანს კიდე წიხლებით არ უნდა ურტყამდე”

“ათი კაცი ერთ კაცს არ უნდა ურტყამდეს და წაქცეულ ადამიანს კიდე წიხლებით არ უნდა ურტყამდე”

რაც არ უნდა პროვოკაცია მოაწყოს ვინმემ, ათი კაცი ერთ კაცს არ უნდა ურტყამდეს და წაქცეულ ადამიანს კიდე წიხლებით არ უნდა ურტყამდე, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძე განაცხადა.

“გამოვხატე [აზრი] იმიტომ, რომ ეგრე მიმაჩნდა სწორად. მით უმეტეს, როცა ხედავ, ხალხი ასე იჩაგრება. ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია მით უმეტეს, როცა ტელევიზორში უყურებ და ერთადერთი, რაც შეგიძლია შორიდან გააკეთო, მით უმეტეს ასეთი სტატუსი რომ გაქვს, სპორტსმენი ხარ, ამხელა შესაძლებლობა გაქვს… რაღაც გვერდში დგომა მაინც უნდა ანახო იმ ხალხს, რომელიც დაიჩაგრა.

ვიღაცები ამბობდნენ, რომ პროვოკაციებს აწყობდნენო. რაც არ უნდა პროვოკაცია მოაწყოს ვინმემ, ათი კაცი ერთ კაცს არ უნდა ურტყამდეს და წაქცეულ ადამიანს კიდე წიხლებით არ უნდა ურტყამდე. ზუსტად ეგ იყო ჩემს სტატუსში, რაც დავწერე, მით უმეტეს ახალგაზრდები დგანან“, – თქვა ბუდუ ზივზივაძემ “ჯაფარას პოტკასტში“.

“კარლსრუეს“ თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს მხარდაჭერა რამდენჯერმე გამოუცხადა.

კომენტარები