სამოქალაქო მოძრაობა “აირჩიე ევროპას” წევრები 100-დღიანი კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. ამჯერად მოძრაობის წევრები ქუთაისში იმყოფებიან.
მათ ქუთაისის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს და ადგილობრივებს საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს.
მოძრაობის წარმომადგენლები ასევე ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში იმყოფებოდნენ. კამპანიის მონაწილეების განმარტებით, ისევე როგორც დანარჩენ ქალაქებში, მათ შორის ქუთაისშიც ხალხი ცვლილებების მოლოდინშია.
კამპანია ჩხოროწყუდან დაიწყო და მთელ საქართველოს მოიცავს.
ორგანიზატორების თქმით, კამპანია მთელ საქართველოსა და ქართულ ემიგრაციაში ჩატარდება, რომლის მიზანიც ევროპული მომავლის გასამარჯვებლად პროდასავლური ამომრჩევლის მობილიზებაა.
კომენტარები