მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ალყაში ვიყავი, მინიმუმ სამი თავდამსხმელი იყო”, – ქუთაისელ ნიკო მანაგაძეს თავს დაესხნენ

“ალყაში ვიყავი, მინიმუმ სამი თავდამსხმელი იყო”, – ქუთაისელ ნიკო მანაგაძეს თავს დაესხნენ

ქუთაისელ სტუდენტს ნიკო მანაგაძეს თავს დაესხნენ.

შემთხვევა თბილისში, თსუ-ის პირველ კორპუსთან მოხდა.

“გამოვდიოდი თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოდან და ამ დროს ზებრასთან შეგვხვდნენ, გზაზე გადმოვდიოდი, ავტობუსის გაჩერებისკენ და უკნიდან ვიგრძენი რაღაცნაირად ჩარტყმა… არც დამინახავს, მერე მეც შევუბრუნე ხელი. ჩანთა დაუვარდა და ის ჩანთაც ავიღე და ვცდილობდი ეგრე თავდაცვას. მერე მოვიდა მეორე, მესამე, მე უკვე ალყაში ვიყავი, არც მახსოვს, რამდენნი იყვნენ… მინიმუმ სამი იყო, რაც დავინახე, შეიძლება ოთხიც, ორი ნამდვილად არ იყო და ბოლოს ვერ დავინახე, რამდენი იყო. არ დამინახავს არაფერი… სახეზეც კი არ მახსოვს ეგ ხალხი”, – ამბობს მანაგაძე.

თავდამსხმელების ვინაობა ამ დრომდე უცნობია.

ნიკო მანაგაძე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა.

კომენტარები