ამერიკის ელჩი იმერეთს სტუმრობს. კელი დეგნანი გლობალური პროგრამის – SHE’s GREAT! ფარგლებში, საჩხერის მე-2 საჯარო სკოლაში სასწავლო ფესტივალს დაესწრო.
პროგრამას საქართველოში საქართველოს სტრატეგიის და განვითრების ცენტრი ახლორციელებს.
სასწავლო ფესტივალი პროგრამის პირველი ფაზის დასკვნითი ღონისძიებაა, რომლის დროსაც SHE’s GREAT!-ის პროგრამის მონაწილეები ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს გაუზიარებენ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.
პროგრამის მიზანია, აღმოაჩინოს და გარდაქმნას გენდერული სტერეოტიპები და ხელი შეუწყოს ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას.
ღონისძიება “გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი აქტივიზმის” ფარგლებში იმართება.
კომენტარები