ქუთაისში, უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მაჟორიტარმა დეპუტატმა ამირან კოპალეიშვილმა დაათვალიერა.
“გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს პეტრიწის მე-2 შესახვევში, პროექტის თანახმად წესრიგდება სანიაღვრე არხი და მოეწყობა ფეხით სავალი ტროტუარი, რისთვისაც გამოყოფილია 1 764 999 ლარი. აღნიშნული სამუშაოები პეტრიწის ქუჩაზე პირველად ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობითა და დაფინანსებით”, – აცხადებს ამირან კოპალეიშვილი.
აღნიშნულ ლოკაციებზე სამუშაოები 2024 წლის მაისის ბოლოს დასრულდება.
კომენტარები