“ამნისტია პატიმრებს, პატიმარი ადამიანია” – ამ მოწოდებებით პატიმრების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ქუთაისში აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები, ამნისტიის არსებულ კანონპროექტს აპროტესტებენ და სასჯელის 1/4 შემცირებას მოითხოვენ.
მათი თქმით, ამნისტია გაცილებით მეტ მუხლზე უნდა გავრცელდეს და მეტ პატიმარს უნდა შეეხოს.
“ჩვენი მოთხოვნაა 1/4 ყველა პატიმარს, რეალურად ეს არის ჰუმანური აქტი, რომელიც შეუძლებელი არ არის ნამდვილად და არ ვითხოვთ იმას, რომ ყველა პატიმარი გაათავისუფლონ და ციხის კარი გაიღოს, უბრალოდ ვითხოვთ ჰუმანური აქტის გამოცემას და 1/4-ს ყველა პატიმარზე. ბევრი წინაპირობა აქვს, იმდენი დათქმა აქვს, რომ ფაქტობრივად ვერავინ ვერ გამოდის ამ ამნისტიით და ამ კანონპროექტით”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დღეს დაიწყო.
კომენტარები