მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ამ ავტობუსში არსებული მდგომარეობა არის ქუთაისში მთავრობის სახე”

“ამ ავტობუსში არსებული მდგომარეობა არის ქუთაისში მთავრობის სახე”

ქუთაისში, საღამოს საათებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებით გადავსებულია.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ  ტრანსპორტი იშვიათად დადის, რის გამოც მგზავრთა ნაკადის დაბალანსებას ვერ ახერხებს.

ფოტოები, რომელიც მგზავრებმა მოგვაწოდეს, აღმაშენებლის გამზირზე #10 ტრანსპორტშია გადაღებული.

“გადაჭედილია ტრანსპორტი, ასე მგზავრობა როგორ შეიძლება?! თვითონ მთავრობა ბოლო მოდელის ჯიპებით დადიან, ჩვენთვის კიდე ავტობუსებიც არ ემეტებათ. ამ ავტობუსში არსებული მდგომარეობა არის ქუთაისში მთავრობის სახე”, – აცხადებს მგზავრი ლეილა დოლიძე.

კომენტარები