ქუთაისის ციხეში პატიმრების მოწამვლასთან დაკავშირებით პენიტენციური განცხადებას ავრცელებს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 13 აგვისტოს N2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულთა შორის გამოვლენილი ჩივილები შესაძლო ენტეროვირუსული ინფექციის სიმპტომებს შეესაბამება.
“მდგომარეობის შესაძლო გართულების პრევენციის მიზნით, მსჯავრდებულთა ნაწილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმ სპეციალისტთა მიერ მათი მდგომარეობა შეფასებულ იქნა როგორც სტაბილური, მსუბუქი ხარისხის დარღვევებით. პაციენტებს გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევები და დაბრუნდებიან დაწესებულებაში სასჯელის მოხდის ადგილას.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე ყველა მსჯავრდებულის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია, იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ”, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.
კომენტარები