მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ”

“ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ”

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გერმანია ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ ეს არის “ლელოს მხარდამჭერი ელჩის პირადი პოზიცია” და არა გერმანიის.

“გერმანიის ელჩი “ლელოსთან” ერთად რეგიონში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე, ბოლნისში იყო ჩასული ლელოს ლიდერებთან ერთად, ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე, ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული”, – აცხადებს კობახიძე.

გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ რუსული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და “იქამდე, სანამ ეს კანონი იფუნქციონირებს, ჩვენ არ გავხსნით მოლაპარაკებებს საქართველოს გაწევრიანების შესახებ”.

კომენტარები