მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ამ კაცის თხები ჩვენს ეზოში გადმოდიოდა, მოცვივდნენ და სცემეს, გამოუტანია პურის დანა ჩემ ძმას და ეს მოხდა”

“ამ კაცის თხები ჩვენს ეზოში გადმოდიოდა, მოცვივდნენ და სცემეს, გამოუტანია პურის დანა ჩემ ძმას და ეს მოხდა”

შინაური ცხოველების გამო მეზობლებს შორის დაწყებული კონფლიქტი სისხლიანი დაპირისპირებით დასრულდა. სასტიკი და შემზარავი დანაშაული ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩაჯიხაიშში მოხდა.

გარდაცვლილის ბარნაბა ჩომახიძის თხები  ბრალდებულის ნუკრი კეკელიძის ბოსტანში შევიდნენ, რის გამოც დაკავებულის დედამ, მეზობელს შენიშვნა მისცა, ფაქტზე ბარნაბა კეკელიძე გაღიზიანდა, ოჯახის მიმართ ჯერ სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ისროლა, შემდეგ კი ნაჯახით მათთან მივიდა და შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

დაკავებულის დედა და და ამბობენ, რომ სწორედ ამ ფაქტზე აფექტურ მდგომარეობაში მამაკაცმა მეზობელს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

“ამ კაცის თხები ჩვენს ეზოში გადმოდიოდა, გააფრთხილა რამდენჯერმე გააკეთეთ ღობეო და არ გაითვალისწინეს. დედაჩემს პატრულისთვის დაურეკავს დახმარებისთვის და როგორ თუ დარეკე 112-შიო, დედაჩემი გამოკითხვაზე წაიყვანეს, ამ დროს მოცვივდნენ ჭიშკართან და სცემეს ჩემ ძმას როგორ დარეკე პოლიციაშიო, გამოუტანია პურის დანა ჩემ ძმას და ეს მოხდა”, – აცხადებს დაკავებულის და.

42 წლის ნუკრი კეკელიძე პოლიციას თავად ჩაბარდა.

კომენტარები