მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ამ მოცემულობაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ლევან ხაბეიშვილის გადადგომა იქნება”

“ამ მოცემულობაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ლევან ხაბეიშვილის გადადგომა იქნება”

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, პარტიაში შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ახალმა მენეჯმენტმა და პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ უნდა აიღოს.

როგორც ფრაქციის განცხადებაშია აღნიშნული, ამ ვითარებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მოქმედი თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის გადადგომა იქნება.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” შექმნილია მძიმე და არასახარბიელო მდგომარეობა, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ახალმა მენეჯმენტმა და პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ. პარტიის თავმჯდომარის არჩევიდან ათი თვის თავზე, წინასაარჩევნო პერიოდში გაცემული მთავარი დაპირების მიუხედავად, ვერანაირ ქმედებას ვერ ვხედავთ, რომელიც ემსახურება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლებას. გარდა ამისა, შექმნილი მძიმე მდგომარეობის დასარეგულირებლად არსებული მენეჯმენტი არაფერს აკეთებს და პირიქით, თუ აკეთებს რამეს, ამით მხოლოდ და მხოლოდ აღრმავებს პრობლემას.

2024 წელი, ოლიგარქიული, პრორუსული რეჟიმის დასამარცხებლად გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლის წელიწადი უნდა იყოს და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, პარტიის ამჟამინდელი მენეჯმენტის ქმედებები თუ უმოქმედობა უაღრესად დამაზარალებელია.

მივიჩნევთ, რომ ამ მოცემულობაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომა, რასაც მალევე უნდა მოჰყვეს პარტიის ყრილობის ჩატარება, რომელიც მაღალი ლეგიტიმაციით აირჩევს ახალ მმართველ ორგანოს”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი კილაძე და წევრები:  დავით ბახტაძე,  ქეთევან ხურციძე, გაგა მანაგაძე, რომანი ქვაჩაკიძე, თედო მესხი და ნინო ბიბილეიშვილი.

კომენტარები