მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“არა რუსულ კანონს” – აქცია ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე

“არა რუსულ კანონს” – აქცია ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე

ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქცია – “არა რუსულ კანონს” გაიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, აღნიშნული კანონპროექტი უკან გაიწვიოს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ეს კანონი გვაშორებს ევროპას, საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და პირველ რიგში სიტყვის თავისუფლებას და ღირსებას ულახავს ადამიანს, რომელიც დასაქმებული არიან ენჯეო სექტორში.

რუსულ კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს თბილისშიც, პარლამენტის შენობასთან.

კომენტარები