მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“არა რუსულ კანონს, კი ევროპას” – ქუთაისში საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართა

“არა რუსულ კანონს, კი ევროპას” – ქუთაისში საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართა

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღესაც გაიმართა.

ახალგაზრდები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მესხიშვილის სახელობის თეატრთან კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ  და “ქართული ოცნების”  მიერ პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონპროექტი გააპროტესტეს.

“არა რუსულ კანონს, კი ევროპას, ჩვენი მომავალი ევროპულია”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ქუთაისში რამდენიმე დღეა, იმართება.

“ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

უწყვეტი ფართომასშტაბიანი აქციების ფონზე, “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი პირველი მოსმენით უკვე მეორედ მიიღო. პირველად, იგივე კანონპროექტი მმართველმა პარტიამ შარშან, 2023 წლის მარტში მიიღო, თუმცა პროტესტის შემდეგ მეორე მოსმენისას კანონპროექტი ჩააგდეს. ამის შემდეგ ხელისუფლება ხალხს დაჰპირდა, რომ ამ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, თუმცა ზუსტად ერთი წლის შემდეგ იგივე კანონი, შეცვლილი სახელწოდებით, კვლავ დააინიციირეს.

კომენტარები