მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“არა რუსულ კანონს” – სამოქალაქო სექტორმა და მედიამ ქუთაისში რუსული კანონპროექტი გააპროტესტა

“არა რუსულ კანონს” – სამოქალაქო სექტორმა და მედიამ ქუთაისში რუსული კანონპროექტი გააპროტესტა

“არა რუსულ კანონს”, – ამ დევიზით ქუთაისში სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს და რუსული კანონპროექტი გააპროტესტეს.

“[რუსული კანონი] ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და რაც შეეხება იმ მოტივს, რომ თითქოს გამჭვირვალობის და სამართლიანობის მოტივით არის ნაკარნახევი ამ კანონის მიღების აუცილებლობა, დღეს ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოზე ჩვენ დავრწმუნდით და ვნახეთ, როგორ სადამსჯელოდ მიესაჯა, უსამართლოდ 9 წლით პატიმრობა, რომ ახალგაზრდებმა კარგად დაინახონ და გააცნობიერონ ის, რა ელოდებათ მათ, თუ ისინი თავისუფლებისათვის ბრძოლისთვის გამოვლენ საპროტესტოდ”, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, ია იაშვილი.

“ქართული ოცნება” რუსული კანონის მიღებას 17 მაისს გეგმავს.

კომენტარები