დღეს ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია, თუმცა როგორც ვნახეთ, სიმულაციასაც სჭირდება ნიჭი და ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია, – ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად გამოჩენას.
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ვერცერთი დიაგნოზი ვერ დაიდო, რაც ადასტურებს, რომ სააკაშვილის სიმულირებს.
“რაც შეეხება მის ვიზუალს, არაფრით განსხვავდება იმ კადრებისგან, რაც იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. ის არის შერჩევით კვებაზე, რამაც გამოიწვია წონაში კლება და მას აქვს გაკეთებული კუჭის ოპერაცია, რამაც ასევე გამოიწვია წონაში კლება. ეს არის ერთადერთი, რასაც ამ ვიზუალიდან ვხედავთ. დანარჩენი, რაც შეეხება სამედიცინო ჩვენებებს, ეს უნდა იყოს დადასტურებული დიაგნოზით და ვერცერთი დიაგნოზი ვერ გამოაქვეყნეს. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ არის ცალსახა და ძალიან უნიჭო სიმულაცია, რაც ვიხილეთ მათ შორის დღეს, სასამართლოში“, – განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები