“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ არსებობს გეგმა, საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნას ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას, ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარტია.
ჟურნალისტმა კობახიძეს სთხოვა შეეფასებინა ის, რომ ლომჯარია არ გამორიცხავს პრეზიდენტთან ერთად საქართველოს ევროპულ მომავალზე სასაუბროდ ერთობლივი ვიზიტები დაგეგმოს.
“ზოგადად არსებობს ასეთი გეგმა, რაც ჩვენ ვიცით, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნას ლომჯარია, ზურაბიშვილი, გახარიას პოლიტიკური პარტია, ეს გეგმა არსებობს, ალბათ, ამას უკავშირდება ეს ყველაფერი, თუმცა, რა თქმა უნდა, ყოვლად უპერსპექტივოა ნებისმიერი ასეთი გაერთიანება.
ეს პარტია ისევ და ისევ შეიქმნება კოლექტიური ნაცმოძრაობის ფარგლებში”, – აღნიშნა კობახიძემ.
კომენტარები