გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე არქიმანდრიტი კირიონი ამბობს, რომ კომპლექსში წყალი არ ჩასულა.
ეს კითხვა “ევროპა ჩვენი სახლიას” წარმომადგენლებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ მოიხსნა საკურთხევლის აბსიდის დროებითი გადახურვა, ახალი კონსტრუქციის მოწყობამდე.
ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, წვიმის დროს ტაძარში წყალი აუცილებლად ჩავიდოდა.
“არ ყოფილა წვიმა არაფერი გელათში ეგეთი ინტენსიური რაღაც, რომ გელათი ამ კუთხით დამდგარიყო საფრთხის ქვეშ. ალბათ, მოგეხსენებათ, 10 დღის წინ იყო სერიოზული კოკისპირული წვიმა და უბრალოდ ერთ წვეთს არ შემოუღწევია, გელათი არ დგას ამ საფრთხის წინაშე, რომ იქ წყალი ჩამოდიოდეს, თუ არ მოხდა თებერვლისნაირი სტიქია, რომელმაც ხალხი შეიწირა”, – ამბობს გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, არქიმანდრიტი კირიონი.
კომენტარები