მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად თბილისში დაგეგმილ აქციას იმერეთიდანაც უერთდებიან

არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად თბილისში დაგეგმილ აქციას იმერეთიდანაც უერთდებიან

არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად პრეზიდენტის მიერ დედაქალაქში 19:00 საათისთვის დაანონსებულ აქციას იმერეთიდანაც უერთდებიან.

საპროტესტო აქციაზე მიდიან ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტებიც.

“არჩევნები პირდაპირი მნიშვნელობით მიითვისეს და მოგვპარეს, ხმების დაცვა უმნიშვნელოვანესია, მივდივარ ჩემი თანაქალაქელების და მთლიანად ქვეყნის არჩევანის დასაცავად. ძალიან ცდილობს რუსული რეჟიმი დაგვაპირისპიროს თაობები, მამამაც შვილმაც დედამაც და ყველა თაობამ გააკეთა სწორი არჩევანი და ეს არჩევანი იქნა მითვისებული და ამას არ შევარჩენთ”, – აცხადებს ქუთაისის მკვიდრი მიხეილ მესხი.

კომენტარები