“არჩევნები გაყალბდა”, “ქუთაისი ირჩევს ევროპას”, “დაიბრუნე ხმის უფლება”, “გაუქმდეს გაყალბებული არჩევნები”, – ამ შინაარსის წარწერები ქუთაისის ქუჩებში სამოქალაქო აქტივისტებმა სხვადასხვა შენობა-ნაგებობებს და მათ შორის ქუთაისის მერიასაც მიანათეს.
ახალგაზრდების თქმით, ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ქუთაისშიც არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.
სამოქალაქო სექტორის განმარტებით, მოსახლეობამ ევროპული არჩევანი გააკეთა, არსებული საარჩევნო შედეგი კი მოპარული და მიტაცებულია.
აქტივისტების განმარტებით, ისინი სხვადასხვა ფორმით წინააღმდეგობის და ხელისუფლების მიერ გაყალბებული არჩევნების მხილებას შეეცდებიან.
კომენტარები