მეორადი ყვავილებით ვაჭრობა ქუთაისში.
სოციალურ ქსელში ფოტოები ვრცელდება, სადაც ოღასკურას სასაფლაოზე ადამიანები საფლავზე მიტანილ ყვავილებს არჩევენ და ხელმეორედ რეალიზებისთვის მიაქვთ.
წყარო “ინფო იმერეთს” უყვება, რომ არის შემთხვევები, როდესაც მიცვალებულის გადამყვან ავტომობილების მძღოლები, მეყვავილეებთან გარიგებაში არიან შესული და გადასაყრელად გამზადებული ყვავილები თვითდასაქმებულებთან მიაქვთ, ისინი გადარჩევას ახდენენ და სამძიმრისთვის ყვავილების განახლებას ახდენენ.
“ყველა მაღაზიას რა თქმა უნდა არა, მაგრამ არიან მეყვავილეები, რომლებსაც ჰყავთ შესაბამისი ხალხი და დაკრძალვის დღეს სასაფლაოზე მიტანილი ყვავილების გადარჩევას ახდენენ, რომელიც არ არის დამჭკნარი, იმ თაიგულს დაშლიან, განაახლებენ და ისევ ყიდიან. ან იყენებენ კალათას, რომელშიც ყვავილებია და ა.შ მიცვალებულთან პატივისცემის ნიშნად, რომ ყვავილი მიგვაქვს არც კი ვიცით, რამდენი გარდაცვლილის გულზეა ნამყოფი”, – აცხადებს წყარო.
კომენტარები