მთავარიახალი ამბებისლაიდი

“არც მკითხავი ვარ და არც მარჩიელი, ვინ რას გულისხმობს ოლიგარქში, მე არ ვიცი” (Video)

“არც მკითხავი ვარ და არც მარჩიელი, ვინ რას გულისხმობს ოლიგარქში, მე არ ვიცი” (Video)

ქუთაისში მყოფი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე ვერ ასახელებს, ვინ არის საქართველოში ოლიგარქი.

“ქართული ოცნების” წევრის თქმით, ის არც მკითხავია და არც მარჩიელი, გამოიცნოს ევროპარლამენტარების მინიშნება, ვისზე შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ის ოლიგარქია.

“მე არ ვარ მკითხავი და მარჩიელი, ოლიგარქის განმარტებას თუ ნახავთ, როგორც საქართველოსთვის, ასევე მოლდოვისთვის და უკრაინისთვის შეიძლება ვივარაუდოთ. ოლიგარქი ეს არის განმარტება, რომელიც განიმარტება, როგორც ვიცით. თუ თქვენ ცდილობთ, რომ ეს ვინმეს მოერგოს, ნუ ცდილობთ”, – განაცხადა მაია ბითაძე.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” შეკითხვაზე ხომ არ ფიქრობენ ევროპარლამენტარები, რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია მაია ბითაძემ განაცხადა:

“ვინ რას გულისხმობს ეს მე არ ვიცი. შეიძლება მედია სხვაზე გულისხმობს, ევროპელი პარტნიორები სხვაზე”, – განაცხადა ბითაძემ.

კომენტარები