“არ გავჩერდებით,” “ძირს უსამართლობა”, – ამ შეძახილებით ჭიათურის ქუჩებში მაღაროელებმა მსვლელობა გამართეს.
3 ათასზე მეტი დასაქმებული კომპანიის მიერ შეთავაზებულ პირობებს აპროტესტებს და არსებული წინადადებით მუშაობის გაგრძელებას არ აპირებს.
მე-8 დღეა, გაჩერებულია ყველა მაღარო, დასაქმებულები კი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ. პარალელურად მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, ასევე შიმშილობს 10 დასაქმებული.
“ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ, რადგან უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ყველაზე რთული სამსახური გვაქვს, მიწის ქვეშ შევდივართ კილომეტრებზე, ჩვენს სიცოცხლეს ვდებთ სასწორზე, ჩვენს ჯანმრთელობას ვიზიანებთ. ამიტომ, გვჭირდება კონკრეტული პასუხები კონკრეტულ კითხვებზე და სანამ ამას არ მივიღებთ, პროტესტს არ შევწყვეტთ”, – აცხადებს გაფიცული მაღაროელი.
კომენტარები